Belive

დიდი დანაკლისი აკი ბაშოზე

3 წლის წინ სხვა
1 წთ
13 სექტემბერს, ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში სტარტს სექტემბრის ანუ აკი ბაშო აიღებს, რომელში მონაწილეობასაც ქართველი ექს-ოძეკი ლევან გორგაძეც მიიღებს. ტურნირი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მოლოდინს ქმნის, თუმცა გამთენიისას სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - სუმოს სამყარო აკი ბაშოს უდიდესი დანაკლისით ხვდება, რაც იოკოძუნა ჰაკუჰოსა და იოკოძუნა კაკურიუს ტურნირიდან ჩახსნას გულისხმობს. იოკოძუნების გარეშე დარჩენილ აკი ბაშოს ასევე დააკლდა მე-13 მაეგაშირა იშიურა. რაც შეეხება, დანარჩენ მებრძოლებს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურნირი უდანაკარგოთ იწყება. Live.ge აკი ბაშოს პირდაპირ რეპორტაჟებს Georgian Sport • ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე, ტრადიციულად, ქართული კომენტირებით შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები