Belive

სუმო იწყება | ტოჩინოშინის რეიტინგი და მეტოქეები

1 წლის წინ სხვა
1 წთ

11 სექტემბერს ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში აკი ბაშო აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება.

გამოქვეყნდა განახლებული ბანძუკე (რეიტინგი), რომელშიც ქართველი მებრძოლი ტოჩინოშინიც არის წარმოდგენილი.

განვლილ ბაშოზე ლევან გორგაძემ მინიმალური უარყოფითი ბალანსი 7 მოგება და 8 მარცხი დააფიქსირა, თუმცა სუმოს მამებმა მისი დაქვეითება არ გადაწყვიტეს და ადგილი უცვლელად შეუნარჩუნეს - ქართველი მებრძოლი კვლავ მე-8 მაეგაშირას სტატუსს მოირგებს.

ოძეკები - ტაკაკეიშო (აღმოსავლეთი 1), შოდაი (დასავლეთი 1), მიტაკეუმი (დასავლეთი 2)

სეკივაკე - ვაკატაკაკაგე (აღმოსავლეთი 1), ჰოშორიუ (დასავლეთი 1), დაიეიშო (აღმოსავლეთი 1)

კომუსუბი - აბი (აღმოსავლეთი 1), იჩინოჯო (დასავლეთი 1), კირიბაიამა (დასავლეთი 2)

ვინ იქნებიან ტოჩინოშინის საწყისი მეტოქეები?

ბაშოს პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ონოშო (მე-7 მაეგაშირა) იქნება, ხოლო მეორე დაპირისპირებას მიოგირიუს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები