Belive

სრული სიგიჟე - კონორ მაკგრეგორმა ასტრონომიული თანხა გამოიმუშავა

2 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC 329-ის მთავარი ბრძოლა კონორ მაკგრეგორსა და მაქს ჰოლოუეის შორის გაიმართა და დაპირისპირება, რომელსაც შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ფანები წლების განმავლობაში ელოდნენ კატასტროფულად დასრულდა...

5 წლიანი პაუზის შემდეგ UFC-ის ლეგენდა კვლავ დაბრუნდა ოქტაგონზე, მაგრამ ეს დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა - მაკგრეგორმა ბრძოლის დასაწყისშივე მუხლის ტრავმა მიიღო და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბოლოოდ ირლანდიელმა მებრძოლმა გალიაში მხოლოდ 67 წამი გაატარა, რის შემდეგადაც მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა და მაკგრეგორს ტექნიკური ნოკაუტით მარცხი ჩაეთვალა.

კონორ მაკგრეგორის სპორტული დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ფინანსურად ირლანდიელმა მებრძოლმა სოლიდური სარგებელი მიიღო. სხვადასხვა ავტორიტერული წყაროს მტკიცებით, მაკგრეგორმა 30 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონორ მაკგრეგორმა ბრძოლისთვის გარანტირებული ჰონორარი 15 მილიონი მიიღო, რომელსაც დამატებით 15 მილიონი დოლარი სატელევიზიო ტრანსლაციიდან დაემატა.

მხოლოდ ირლანდიელის მიერ მიღებული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე თეთრ სახლში გამართულ ივენთზე ყველა მებრძოლის მიერ გამომუშავებული საერთო რაოდენობა. ცნობისთვის, თეთრ სახლში, სადაც ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა, ყველა მებრძოლის მიერ გამომუშავებულმა თანხამ 21 მილიონი შეადგინა.

სხვა სტატიები