Belive

სოიჩი ჰაშიმოტო თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს - იაპონია 4 სპორტსმენით ჩამოვა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

22-24 მარტს, დედაქალაქი თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ მომენტისთვის 5 კონტინენტისა და 69 ქვეყნის 371 სპორტსმენია რეგისტრირებული.

თბილისის გრანდ სლემზე საასპარეზოდ, შემადგენლობა დაასახელა იაპონიის ნაკრებმაც, რომელთა შემადგენლობაშიც უძლიერეს და დიდებულ იაპონელ ფალავანს - სოიჩი ჰაშიმოტოსაც შევხვდებით.

გარდა სოიჩი ჰაშიმოტოსა, იაპონიის ნაკრების ქალთა შემადგენლობაში ვიხილავთ - აკირა სონეს, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია (+78 კგ).

იაპონიის ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის

73 კგ - სოიჩი ჰაშიმოტო

90 კგ - გოკი ტაჯიმა

100 კგ - კოტარო უეოკა

78 კგ - აკირა სონე

შეგახსენებთ, რომ სოიჩი ჰაშიმოტო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2016 წლის აზიის კონტინენტის პირველობის გამარჯვებულია, იგი 32 წლის ასაკში პირველად მიიღებს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას, ამის მთავარი მიზეზი კი შოჰეი ონოა, რომელიც თავის წონაში მთელი კარიერის განმავლობაში ჭიდაობდა და სოიჩი ჰაშიმოტოს მის წინააღმდეგ უბრალოდ შანსი არ ჰქონდა.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა belive-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება.

სხვა სტატიები