Belive

ტოკიოში დამყარებული ყველა რეკორდი: ოციდან სამი საქართველოს ეკუთვნის

2 წლის წინ სხვა
2 წთ
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დასრულდა, რომლის საერთო გუნდურ ჩათვლაშიც დრამატულად, ბოლოს მოპოვებული ოქროს მედლის დამსახურებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გადაუსწრო და 39 ოქროს, 41 ვერცხლის და 33 ბრინჯაოს მედლის შედეგად პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას, რომელსაც იაპონიის დედაქალაქში 34 სპორტსმენი წარმოადგენდა, მათ ისტორიაში სარეკორდო 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვეს და სამშობლოში ერთი კონკრეტული თამაშებისთვის ყველაზე დიდი მონაგარით დაბრუნდნენ. საინტერესოა, რომ ახლახანს დასრულებულ ოლიმპიურ თამაშებზე საერთო ჯამში 20 რეკორდი დამყარდა, საიდანაც სამი საქართველოს დელეგაციას ეკუთვნის. რა თქმა უნდა, აქ საუბარი ლაშა ტალახაძეზეა, რომელმაც ძალოსნობაში, ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში, ისტორიაში საუკეთესო შედეგი აკვრაში, ატაცსა და ორჭიდის ჯამში დააფიქსირა და 488 კგ დაძლია. 27 წლის ქართველი სპორტსმენის მიერ დაფიქსირებული სამი რეკორდის მეშვეობით, საქართველო აშშ-სთან ერთად მეორე ადგილზეა, ხოლო პირველობას ჩინელები 5 რეკორდით არავის უთმობენ. თითო-თითო რეკორდი იტალიელმა, გერმანელმა, პოლონელმა, სლოვაკმა, ბრიტანელმა, სამხრეთ აფრიკელმა, ავსტრალიელმა, ნორვეგიელმა და ვენესუელელმა სპორტსმენებმა დააფიქსირეს. ოციდან სამი რეკორდი ველორბოლაში, სამი სროლაში, ერთი სპორტულ მეკლდეურობაში, ექვსი ცურვაში, სამი მძლეოსნობაში, ოთხი კი ძალოსნობაში დამყარდა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე დამყარებული ყველა რეკორდი:

სხვა სტატიები