Belive

სუნი ლი ოლიმპიადის გამარჯვებულია | ტრავმებითა და ტრაგედიით სავსე სპორტსმენის ცხოვრება

2 წლის წინ სხვა
2 წთ

23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. სუნი ლი პირველი ჰმონგის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი (ერთა ჯგუფი სამხრეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ ვიეტნამში, ლაოსში, ტაილანდში და მიანმარში) ამერიკელია, ვინც ოლიმპიადაზე იასპარეზა და ქალთა ტანვარჯიშის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. "სუნი ლიმ უბრალოდ მიაღწია იმას, რასაც არავინ ელოდა სამი დღის წინ - არც თვითონ" - ასეთი სათაურებით იწერება უცხოურ პრესაში სტატიები, რომელიც სუნი ლის ეხება. 2019 წელს, სუნი ლის მამა, ხიდან ჩამოვარდნის შედეგად ფაქტობრივად პარალიზებულია და ინვალიდის ეტლში ზის. მამა საკუთარი ქალიშვილის მთავარი მოტივატორი და მხარდამჭერი იყო ყოველთვის, ეს ამბავი კი სუნი ლისთვის უდიდესი დარტყმა იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, 16 წლის ასაკში მამის საპატივცემულოდ საკუთრი ძალების გამოცდა საერთაშორისო შეჯიბრზე გადაწყვიტა, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა.



რაც შეეხება ოლიმპიადას - ერთი შეხედვით სუნი ლის წარმატების მისაღწევად წინ დიდი ბარიერები უდგება, მისი კარიერის თანმდევი ნაწილი ტრავმებია, რომლებიც როგორც თავად იძახის სიცოცხლეს უმწარებს, ოლიმპიადის დაწყებამდეც არაერთი ტრავმის მოშუშება მოახერხა და მაშინ როდესაც ყველაფერი თითქოს მწყობრში ჩადგა, ტოკიო 2020-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სპორტსმენ გოგონას Covid-19-ის მიზეზით რამდენიმე უახლოესი ნათესავი გარდაეცვალა, რამაც მის ფსიქოლოგიური განწყობა საშინელ მდგომარეობაში აღმოაჩინა. მიუხედავად ამ ყველაფრისა სუნი ლიმ შეძლო და ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო.

"ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სიურეალიზმში ვარ. ამას ვერასდროს ვიფიქრებდი, დაუჯერებელია", - თქვა 18 წლის ახალგაზრდამ ტანვარჯიშში ყველაზე სასურველი მედლის მოპოვების შემდეგ.  

სხვა სტატიები