Belive

სტამბოლის შეკრება დასრულებულია | დინამო თბილისი ურთულესი მატჩისთვის მზად არის

2 წლის წინ სხვა
1 წთ
"დინამო თბილისმა" თურქეთში შეკრება წარმატებით დაასრულა: წყალბურთელები სტამბოლში, ადგილობრივ ჩემპიონს, "ენკა სტამბოლს" მეორედ დაუპირისპირდნენ და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე, "დინამო თბილისი" სტამბოლში ჩაფრინდა, სადაც 2 დღის განმავლობაში "ენკა სტამბოლის" ბაზაზე ვარჯიშობდა. გუნდებმა ერთმანეთთან სპარინგ-მატჩებიც გამართეს: ორივე შეხვედრაში, თბილისური კლუბი მეტოქეზე უკეთეს თამაშს აჩვენებდა, რაც შედეგზეც აისახა. დღევანდელ შეხვედრაში, "ენკა სტამბოლის" კარი მარკო იელაჩამ (2), სანდრო ადეიშვილმა (2), რეზი იმნაიშვილმა (2),  გიორგი მაგრაქველიძემ (2), ანდრო ბითაძემ (2), დუშან ვასიჩმა (2), ბესო ახვლედიანმა და იოვან სარიჩმა გაიტანეს. მომდევნო მატჩს "დინამო თბილისი" ათენში, "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართავს. თბილისურ კლუბს ურთულესი მეტოქე ელოდება: ბერძნები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებიან. შეხვედრა 26 ოქტომბერს, ათენში, 20:30-ზე გაიმართება.
628-wyalburti-jgupi

სხვა სტატიები