Belive

სებასტიან ფეტელი: "მე რუსეთში მონაწილეობას არ მივიღებ..."

2 წლის წინ სხვა
1 წთ
გერმანელმა მბრბოლელმა, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა რუსეთისა და უკრაინის ომის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიაშნა, რომ იგი რუსეთის გრან პრიზე მონაწილეობას არ მიიღებს. "ასტონ მარტინის" პილოტი, მბრბოლელებს შორის პირველია, ვინც რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2022 წლის 25 სექტემბერს, სოჭის გრან პრიზე ასპარეზობაში არ  ჩაერთვება.
დილით გავიღვიძე და მას შემდეგ შოკირებული ვარ, წარმოუდგენელია ის რაც ახლა ხდება. საშინელებაა იმ ყველაფერის დანახვა, რასაც დღეს მთელი მსოფლიო უყურებს. ალბათ გეცოდინებათ, რომ რუსეთში გრან პრი არის, თუმცა მე არ წავალ და მონაწილეობას არ მივიღებ. მეტიც, ამ ქვეყანაში საერთოდ აღარ უნდა იმართებოდეს შეჯიბრები. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს. გაძლებას ვუსურვებ უკრაინელ ხალხს და იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უსამართლოდ კარგავენ საკუთარ სახლებსა და ოჯახის წევრებს. 

სხვა სტატიები