Belive

ნინო სალუქვაძის უნიკალურ მიღწევას პაუ გასოლი გამოეხმაურა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრი, პაუ გასოლი, ნინო სალუქვაძის უნიკალურ მიღწევას გამოეხმაურა - 53 წლის მსროლელი გახდა პირველი ქალი სპორტსმენი ისტორიაში, რომელმაც 9 ოლიმპიადაზე იასპარეზა:

,,ქართველი ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მე-9 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. ის 53 წლისაა და სეულის 1988 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ყველა ტურნირზე იასპარეზა. სპორტის ლეგენდა!'' - დაწერა ესპანელმა სოციალურ ქსელში.
ოლიმპიადაზე 9-ჯერ სულ ორ სპორტმენს აფანასი კუზმინსა (მსროლელი) და ჰუბერტ რაუდაშლს (აფროსანი) უასპარეზიათ. ყველა დროის რეკორდსმენი კი იან მილარია (ცხენოსნობა), რომლის ანგარიშზეც 10 ოლიმპიადაა.

სხვა სტატიები