Belive

ლაშა ტალახაძისა და გიორგი ასანიძის კომენტარები მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, ბოგოტაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მე-6 ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ სოციალურ ქსელში ტალახაძის პირველი კომენტარი გამოაქვეყნა:

,,ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს. ჩემი ფორმიდან გამომდინარე, რთული მსოფლიო ჩემპიონატი იყო, მაგრამ სამი ოქროს მედლის მოპოვება მაინც შევძელით და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ შევინარჩუნე.

ცოტა ვანერვიულე გულშემატკივარი, მაგრამ, არაუშავს, აუცილებლად გამოვასწორებთ და მსოფლიო ასპარეზზე უფრო დიდი შედეგებით დავბრუნდებით,'' - განაცხადა ლაშამ.

ტალახაძის ტრიუმფს საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძეც გამოეხმაურა:

,,მე გიხდით ბოდიშს, რადგან სულ სხვანაირად გვინდოდა ყოფილიყო და იქნება კიდეც. ალბათ, იმ ტრავმამ, რომელიც გარკვეული დროის წინ მიიღო, მაინც დაღი დაასვა. თუმცა, გპირდებით, ეს არის ტალახაძის ბოლო გაკეთებული ორჭიდი ასეთი შედეგით და მომავალში კონკურენტებს არ დატოვებს.''

სხვა სტატიები