Belive

ბერმუდა გახდა ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიგო

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ოლიმპიადა გახურდა: მაშინ, როდესაც მედლებს აშშ, ჩინეთი და იაპონია ინაწილებენ, ოლიმპიადაზე სენსაცია დაფიქსირდა: ისტორიაში პირველად, ოქროს მედალს ბერმუდის კუნძულების წარმომადგენელი დაეუფლა. ფლორა დაფიმ ტრიატლონში ოქროს მედლის მოპოვება შეძლო და შედეგად, ბერმუდის კუნძულები გახდა ტერიტორიით ყველაზე პატარა ქვეყანა, რომლის ჰიმნიც ოლიმპიადაზე გაჟღერდა. ტოკიოს ოლიმპიადა დაფისთვის მეოთხე მცდელობა იყო და გამარჯვების შემდეგ, იგი ემოციებს ვერ მალავდა: "იმედი მაქვს, რომ ჩემი მიღწევა ბერმუდელებისთვის შთამაგონებელი იქნება. მე პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეგვიძლია", - აღნიშნა მან. ბერმუდას ოლიმპიური მედალი 1976 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული - მაშინ მოკრივემ, კლერენს ჰილმა, ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ ბერდმუდის კუნძულები დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, რომელზეც 63,000 ადამიანი ცხოვრობს. მისი ფართობი კი სულ რაღაც 53,2 კმ2-ს შეადგენს.

სხვა სტატიები