Belive

"სხეულისთვის 4 ბრძოლა ერთ წელიწადში მარტივი არაა" - უმარი მერაბის და იანის ბრძოლაზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

უმარ ნურმაგომედოვს შაბათს მარიო ბაუტისტასთან ჩხუბი ელის, რომელიც შაბათს გაიმართება. იქამდე ტრადიციულად, მედია დღე გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. უმარს მერაბისა და იანის განმეორებით ბრძოლაზეც მოუწია საუბარი.

რა თქმა უნდა, იანი რევანშს იმსახურებდა. მეორე შანსს ყველა მებრძოლი იმსახურებს. პიოტრი ჩვენს დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია. ბრძოლის შედეგი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ მოემზადება ან როგორ აღიდგენს დვალიშვილი. სხეულისთვის 4 ბრძოლა ერთ წელიწადში მარტივი არაა. ჩემი პროგნოზი ასეთია: თუ TKO ან რამე მსგავსი არ იქნება, მაშინ მერაბი მოიგებს. ის იგივეს გააკეთებს, რაც ომალისთან და სენდჰეგენთან გააკეთა. - განაცხადა უმარმა

99%-ით უმარისა და ბაუტისტას შორის მოგებული საჩემპიონო ჩხუბს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაუტისტა UFC-ში დიდი სახელები დაამარცხა, ამ ბრძოლაში ფავორიტად ნურმაგომედოვი ითვლება.

სხვა სტატიები