Belive

სკაუტის მოხსენება 14 წლის ჩავის შესახებ: მონაცემები, რომელიც ადასტურებდა, რომ ბიჭი ვარსკვლავი გახდებოდა

2 წლის წინ სხვა
3 წთ
“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მთავარი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან, რონალდ კუმანი გაათავისუფლა. კატალონიური გრანდის ამ ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ერთბაშად რამდენიმე სპეციალისტი განიხილება, თუმცა ყველაზე დიდ შანსებს ექსპერტები გუნდის ლეგენდარულ ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს ანიჭებენ. იქამდე, ვიდრე მედიაში აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალური გახდება, საინტერესო მასალები ვრცელდება, რომელშიც 14 წლის ასაკში მყოფი ჩავის შესახებ "ბარსელონას" ერთ-ერთი სკაუტი ანგარიშის აქვეყნებს და მომავლის სუპერვარსკვლავის მონაცემებს განიხილავს. Marca-ს მიერ გამოქვეყნებულ "ბარსელონას" მოხსენებაში ასახულია 14 წლის ჩავის შთამბეჭდავი კონტროლის, პასის, სირბილის და პოზიციონირების, უნარ-ჩვევები, რომელიც მას მომავალში ანდრეს ინიესტასთან ნახევარდაცვაში შესანიშნავი დუეტის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
No description available.

სირბილი: ის ქუსლებზე დარბის, მოძრაობები ნელია და სიჩქარის აწევა უჭირს. ბალანსი: საშუალო კოორდინაცია: კარგი. მისი მოძრაობები სწორია, მაგრამ აკლია სიჩქარე მოქნილობა: საშუალო. მას ამ მხრივ ბევრი შრომა სჭირდება ფინტები: კარგი, თუმცა ეს არ არის მისი ძლიერი მხარე. მას აქვს რესურსი თავის თამაშში, რომ ისარგებლოს ნებისმიერი სიტუაციით ფიზიკური მონაცემები: კარგი. მას აქვს ყველაფერი, რაც კარგ ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს კუნთების გამძლეობა: კარგი სიჩქარე: საშუალო. მან უნდა გააუმჯობესოს თავისი სისწრაფე და მოძრაობის სიჩქარე საწყისი სიჩქარე: საშუალო აჩქარება: საშუალო კონტროლი: შესანიშნავი. ის თავის ნაკლს მოძრაობაში ბურთის განსაკუთრებული კონტროლით ანაზღაურებს პასი: ძალიან კარგი. ის მარცხენა ფეხით უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ პასი მისი დიდი ძალაა მოედანზე დიაგონალი: კარგი. მას თითქმის არასოდეს აიძულებენ ამ ქმედებას დარტყმა: მისაღებია. მან ეს უნდა გააუმჯობესოს მაშინ, როცა შეტევაში წინ მიიწევს, როგორც პეპ გვარდიოლა გადაადგილება: ძალიან კარგი. მას ბურთის შენარჩუნების კარგი უნარი აქვს, მას თითქმის არასდროს კარგავს დრიბლინგი: კარგი. მისი საუკეთესო აქტივი არაა, თუმცა მისი ტექნიკური დონე შთამბეჭდავია პოზიცია: შესანიშნავი. ეს უდავოდ მისი საუკეთესო მხარეა. ის ყოველთვის არის იქ, სადაც უნდა იყოს და ყოველთვის სთავაზობს მხარდაჭერას თანაგუნდელებს აგრესია: საშუალო. მისი უაღრესად ტექნიკური სტილი ზოგჯერ ამ ასპექტის შეფასებას ართულებს
ბლაუგრანას” ლეგენდამ კლუბში 17 წლის განმავლობაში 767 მატჩი ჩაატარა, 85 გოლი გაიტანა, 185 საგოლე გადაცემა გააკეთა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 8-ჯერ ლა ლიგა. სამწვრთნელო კარიერა ჩავიმ 2019 წელს დაიწყო და მას შემდეგ, “ალ-სადთან” ერთად 7 ტიტულის მოგება მოახერხა: ყატარის ჩემპიონობა, ორ-ორჯერ ქვეყნის თასი და ლიგის თასი და ერთხელ, სუპერ თასი. https://old.belive.ge/fexburti/is-rats-barselonas-qomagebs-moetsonebath-chavim-sakuthari-sathamasho-stili-da-taqtika-akhsna-video/

სხვა სტატიები