Belive

"შონმა იცის წნეხს როგორ გაუმკლავდეს" - ტიმ უელში

6 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც შონ ო'მალის მწვრთნელი ამბობს, "შუგა" და ის დიდ ზეწოლას გრძნობენ. მერაბთან ბრძოლა მათთვის დიდი გამოცდა იქნება და ტიმ უელში ამას არც უარყოფს. მისი თქმით, მსგავს სიტუაციებში არაერთხელ ყოფილან და თავი ყველა ჯერზე კარგად გაართვეს.

შონზე დიდი ზეწოლაა, თუმცა იცის ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდეს. მერაბის მსგავსი ბიჭის წინააღმდეგ, UFC-ს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ჩხუბი, დიდი ბრძოლაა. დიდ ზეწოლას ვგრძნობ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში აქამდეც ვყოფილვართ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, ახლა დროა ინსტიქტებს ვენდოთ. - განაცხადა ო'მალის მწვრთნელმა

მერაბისა და ო'მალის განმეორებითი ჩხუბი ნიუ ჯერსიში გაიმართება. ბრძოლა 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს მეორე სატიტულო დაცვა იქნება.

სხვა სტატიები