Belive

შონ ო'მალი მერაბთან ბრძოლისთვის თმას არ შეიღებავს

6 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბთან პირველი მარცხის შემდეგ, ო'მალიმ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ამ ყველაფრის ფონზე ამერიკელმა სპორტს მეტი ყურადღება დაუთმო და ბევრ საკითხს დრო მოაკლო. მაგალითად თმების შეღებვა. როგორც მისი ჯიუ-ჯიცუს მწვრთნელი ამბობს, "შუგა" მერაბთან ჩვეული ექსტრავაგანტული ვარცხნილობით არ გამოვა.

ამჯერად, ოქტაგონზე მისი ნატურალური თმის ფერით გამოვა. ამ რემატჩზე ძალიან ფოკუსირებულია. ასევე გადაწყვიტა უფრო დამძიმდეს და წონის ჩაბარებაზე მეტი იწვალოს. ბოლოს ჩხუბზე თითქმის საბრძოლო წონით ჩავიდა. - განაცხადა აუგუსტო მენდეშმა

შეგახსენებთ, რომ ო'მალისა და დვალიშვილის განმეორებითი ჩხუბი ნიუ ჯერსიში გაიმართება. აქედან გამომდინარე, ჩხუბი 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები