Belive

შონ ო'მალი: "მერაბი ჩვენი წონის ყველა დროის საუკეთესოა"

6 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო’მალი UFC 316-ზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან. ო'მალიმ მეორე ბრძოლაში კიდევ უფრო მარტივად (საბმიშენით) დათმო ბრძოლა, ვიდრე ეს წინა ჯერზე მოხდა. ამერიკელი სპორტსმენი უკვე აღიარებს, რომ სუპერ-მსუბუქი წონითი კატეგორიის ყველა დროის საუკეთესო დვალიშვილია.

ამ ბრძოლაში იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე ოდესმე მინერვიულია. მე ყველაფერი ვიცოდი, მომზადება არაჩვეულებრივ ბიჭებთან ერთად გავიარე და ვარჯიშებზე თავს ძლიერად ვგრძნობდი, თუმცა როცა მერაბთან ოქტაგონზე შედიხარ, ყველაფერი უცნაურად ხდება.

თავს დაუცველად გრძნობ. გალიაში ხარ და ფიქრობ, რომ ეს ბიჭი აუცილებლად დაგიჭერს, არ არის შანსი, რომ ამ პატარა ნაძირალას გაექცევი. დვალიშვილი ჩვენი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. - განაცხადა შონ ო'მალიმ

სხვა სტატიები