Belive

შონ ო'მალი: "ილია ძალიან საშიშია"

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ალექს ვოლკანოვსკის დამარცხების და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობის შემდეგ, ილია თოფურიას ახალი გამოწვევები სურს. "მატადორი" თავიდანვე აცხადებდა, რომ ავსტრალიელის დამარცხების შემთხვევაში ესპანეთში მაკგრეგორთან დაპირისპირება სურდა. შონ ო'მალიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ილია არარეალურად ფიქრობს. "შუგამ" ამ ყველაფერზე საკუთარ პოდკასტში ისაუბრა.

ეს ბრძოლა ძალიან არარეალურია. თუ ბრძოლა იმ წონაში შედგება, სადაც კონორი იტყვის, ჩემი აზრით, ის მოიგებს. თუმცა, ძალიან რთული სათქმელია. წონითი კატეგორიები ტყუილად არ არის. ილია დიდი საერთოდ არ არის. ის ძალიან საშიშია, თუმცა დიდი არ არის. - განაცხადა შონ ო'მალიმ

სხვა სტატიები