Belive

"შენს რიგს დაელოდე" - დვალიშვილის პასუხი ჩიტო ვერას

7 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, მარლონ ვერას საჩემპიონო მოთხოვნას უპასუხა. 

UFC 293-ის მიმდინარეობისას, ალჯამაინ სტერლინგმა ახალ ჩემპიონს - შონ ო'მალის რემატჩი ორიგინალური გზით სთხოვა. "შუგამ" ასეთივე გზით უპასუხა ყოფილ ჩემპიონს და განმეორებით ბრძოლაზე უარი უთხრა. თავისმხრივ, საჩემპიონო ბრძოლაზე პრეტენზია გამოთქვა მარლო ვერამ, რომელსაც მერაბმა მოუწოდა, რომ ჯერ ის საკუთარ რიგს უნდა დაელოდოს. 

მას შემდეგ, რაც ალჯამაინ სტერლინგი შონ ო'მალის წინააღმდეგ დამარცხდა, ქართველ "მანქანას" ჩემპიონის ქამრისკენ გზა გაეხსნა. თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაზე უარს ამბობს. ამერიკელი მებრძოლი თვლის, რომ მერაბს უინტერესო ჩხუბის სტილი აქვს. 

სხვა სტატიები