Belive

"შენი დრო წავიდა" - ილიამ ვოლკანოვსკის კიდევ ერთხელ მიმართა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის ბრძოლა ნელ-ნელა ახლოვდება. მათ დაპირისპირებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება. სპორტსმენები ერთმანეთში სიტყვებს აქტიურად ცვლიან, რაც ბრძოლის მიმართ გულშემატკივრის ინტერესს უფრო ზრდის.

ილიამ ავსტრალიელ მოწინააღმდეგეს კიდევ ერთხელ მიმართა და უთხრა, რომ მის წინააღმდეგ შანსი არ აქვს.

თუ ჩემი ნულისთვის მოდიხარ, მზად იყავი, რომ ცარიელი ხელებით წახვალ. ერთი სანტიმეტრითაც არ ვაპირებ უკან დახევას. შენი დრო წავიდა. საკუთარ თავს პატივი ეცი, ბრძოლაზე გამოჩნდი, რადგან ოქტაგონი რამდენიმე ნულით უნდა დავტოვო. სხვათა შორის, მზარეულობა უფრო გიხდება. - წერს ილია საკუთარ X-ის გვერდზე

შეგახსენებთ, რომ ქართულ-ავსტრალიური საჩემპიონო ბრძოლა 18 თებერვალს გაიმართება. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი UFC-ის ქამრისთვის იჩხუბებს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებს. ქართველი "მანქანა" Triple C-ის ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები