Belive

"შენ ბებერი ხარ, დროა პენსიაზე გახვიდე" - თოფურია ვოლკის მზადების პროცესს გამოეხმაურა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ საკუთარ YouTube გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ილიასთან ბრძოლის მზადების პერიოდი არის ასახული. ავსტრალიელს ვარჯიშში ზელანდიელი MMA-ს მებრძოლი და ყოფილი კიკბოქსერი ბრედ რიდელი ეხმარება. როგორც ალექსი ამბობს, რიდელს ილიას მსგავსი სტილი აქვს და ეს საჩემპიონო ბრძოლაში ძალიან დაეხმარება.

ამ ყველაფერს ილია თოფურიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მსგავსი არავინაა.

თუ ფიქრობ, რომ ვინმე ჩემი მსგავსია, ეს ნიშნავს, რომ ბოლო ბრძოლამ შენზე სერიოზული კვალი დატოვა. პირველ რაუნდში დაგანოკაუტებ. ბებერი ხარ, დროა პენსიაზე გახვიდე. დროა გზიდან ჩამომშორდე და თოფურიას ადგილი დაუთმო. - წერს ილია საკუთარ X-ის გვერდზე

შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და ივენთის მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები