"შემდეგი მე ვარ, უდავოდ" - სენდჰეგენი საჩემპიონო ბრძოლას ითხოვს
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
დეივესონ ფიგერედოსთან გამარჯვების შემდეგ, კორი სენდჰეგენი ჩემპიონობაზე პრეტეზიებს გამოთქვამს. ამერიკელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ დვალიშვილის კრიპტონიტი გახდება. თუმცა, ისიც თქვა, რომ მისი და შონის ჩხუბი უფრო საინტერესო იქნებოდა.
კორი დარწმუნებით ამბობს, რომ სატიტულო შანსი უნდა მიიღოს და ამავდროულად, მერაბი-შონის ბრძოლის დარღვევაზე უარს ამბობს.
მერაბისა და შონის ჩხუბს აუცილებლად დავესწრები, მაგრამ ვფიქრობ საკუთარი სატიტულო ბრძოლა დავიმსახურე. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ უმარმა უკვე იჩხუბა ქამარზე. არის კიდევ პიოტრ იანი ბიჭი, რომელმაც ორივესთან წააგო და ფიგერედოსთან ძალიან კონკურენტული ბრძოლა ჰქონდა. მე კი 'ფიგისთან' მხოლოდ რაუნდნახევარი დამჭირდა. ჩვენი ჩხუბი 'ცალკარა' იყო და საბოლოოდ ფინიშით მოვიგე. ასე რომ, ვფიქრობ შემდეგი მე ვარ. უდავოდ. - განაცხადა კორიმ არიელ ელვანისთან საუბრისას
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი საკუთარ ქამარს შონ ო'მალისთან დაიცავს. მათი ბრძოლა 8 ივნისს ნიუ ჯერსიში შედგება.