Belive

სეზონის გოლი და საუკეთესო ფეხბურთელი - არაბულის აღიარება საბერძნეთში (ვიდეო)

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ბაჩანა არაბულს საბერძნეთში წარმატებული სეზონი გამოუვიდა. ქართველი თავდამსხმელი "ლამიას" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ასევე, მისი გოლი საბერძნეთის ჩემპიონატის ყველაზე ლამაზ გოლად აღიარეს. ბაჩანამ "არისის" კარში ულამაზესი მაკრატელა გაიტანა. არაბული "ლამიას" საუკეთესო მოთამაშედ გულშემატკივართა 25% ხმებით გახდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გასულ წელს სხვა ბერძნული კლუბის, "პანიონისის" სეზონის MVP გახდა.