სერხიო რამოსმა ილია თოფურიას წარმატება უსურვა
3 წლის წინ
სხვა
1 წთ
მადრიდის ,,რეალისა'' და ,,პარი სენ ჟერმენის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა, მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, გაამხნევა:
,,წარმატებას გისურვებ! მალე შევხვდებით, ძმაო!'' - წერს ესპანელი ინსტაგრამის პირად გვერდზე.
ხვალ, გამთენიისას, ილია ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება.
თოფურიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 13, UFC-კი 5 გამარჯვება აქვს.
UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილს იკავებს.