Belive

"სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი კარგი იქნება" - ტიმ ველჩი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 299-ზე შონ ო'მალიმ სუპერმსუბუქი წონის ქამარი წარმატებით დაიცვა. ჩემპიონმა "ჩიტო" ვერას წინააღმდეგ სტრაიკინგის მასტერკლასი შემოგვთავაზა. მსაჯებს გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდათ და გამარჯვებულად მოქმედი ჩემპიონი დაასახელეს.

MMA Hour-თან საუბრისას ტიმ ველჩმა - შონ ო'მალის მწვრთნელმა მებრძოლის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. 5-რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ, შონს დაზიანება თითქმის არ ჰქონია და ველჩმა დაბრუნების სავარაუდო თარიღიც გაგვიმხილა.

ოპერაცია საჭირო არ იქნება, საერთოდ არაფერია საჭირო. "ჩიტოს" ცემისგან უბრალო პატარა შესიებები და სისხლჩაქცევები გვაქვს. სულ ეს არის. შონს დროს მივცემთ, რომ ორგანიზმში ცეცხლი ჩააქროს. მის გონებას სიმშვიდე სჭირდება. სულ რაღაც ორი კვირა და საქმეში დაბრუნდება. სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი კარგი იქნება. Sphere-ში ბრძოლა შესანიშნავი იქნება. - განაცხა ტიმ ველჩმა

შონ ო'მალიმ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. დიდი ალბათობით მისი ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ მერაბთან ბრძოლისთვის მზადაა.

მიყვარს იმ ბიჭების ცემა, რომელიც ჰენრიმ ვერ დაამარცხა. - განაცხადა შონმა საკუთარი X-ის გვერდზე

ჯერჯერობით არ ვიცით შედგება თუ არა მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა შედგება, ქართველი ფავორიტი იქნება.

სხვა სტატიები