Belive

"სეხუდოსთან ბრძოლა არ მაინტერესებს" - მერაბ დვალიშვილი

8 თვის წინ სხვა
1 წთ

გასულ კვირას UFC-ის ახალი ჩემპიონი გამოვლინდა. შონ ო'მალიმ ალჯამაინ სტერლინგი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა. 

როგორც მოგეხსენებათ, ამ წონაში პირველ პოზიციაზე მერაბ დვალიშვილი იმყოფება. ვინაიდან მერაბი და ალჯო ახლო მეგობრები არიან, ქართველი მებრძოლი მასთან დაპირისპირებაზე უარს ამბობდა. ახლა კი "მანქანას" გზა გაეხსნა. 

აღსანიშნავია, რომ ვიდრე დვალიშვილი ტრავმას მიიღებდა ის სეხუდოსთან დაპირისპირებასთან ახლოს იყო. იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია შეიცვალა ახლა მერაბს მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლა სურს. 

"ჩემს დროს იქამდე დაველოდები, სანამ UFC საჩემპიონო ბრძოლას არ შემომთავაზებს, რადგან მე პირველი ნომერი ვარ. ჰენრი სეხუდოსთან ბრძოლა აღარ მაინტერესებს" - მერაბ დვალიშვილი

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე დაბრუნდება. სინგაპურში გასამართ ღონისძიებაზე "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდება. 

სხვა სტატიები