Belive

სეხუდოს და დვალიშვილის ბრძოლა სამრაუნდიანი იქნება

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა ჩაინიშნა ქართველი ცდილობდა, რომ ჩხუბი 5-რაუნდიანი ყოფილიყო. მერაბი 5-რაუნდიან დაპირისპირებაში უკეთ გრძნობს თავს, რადგან მისი გამძლეობის ხარჯზე მეტოქეებს მარტივად ჩაგრავს. როგორც თავად "მანქანამ" აღნიშნა, პირველი სამი რაუნდი მისთვის მხოლოდ გახურებაა. ბოლო ორ რაუნდში მისი მოწინააღმდეგეები უკვე დაღლილები არიან და სწორედ აქ ჩანს მერაბის უპირატესობა. დვალიშვილს სწორედ თავისი გამძლეობის გამო შეარქვეს მეტსახელი "მანქანა"

მერაბისა და მისი მენეჯერის მცდელობების მიუხედავად, UFC-მ გადაწყვიტა, რომ სეხუდო-დვალიშვილის ბრძოლა სამრაუნდიანი იქნება. ეს თავად მერაბმა თავის YouTube არხზე დაადასტურა.

მერაბისა და ჰენრის ბრძოლა, თბილისის დროით, 18 თებერვალს გაიმართება. დვალიშვილისთვის ეს კარგი შანსი იქნება, რომ საჩემპიონო ქამარზეც გავიდეს.

შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ილია თოფურია ალექს ვოლკანოვსკის შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი UFC-ის ქამარზე იბრძვის.

სხვა სტატიები