Belive

"სავარჯიშო დარბაზში დავბრუნდით" - ტომ ასპინალი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ტომ ასპინალი ვარჯიშს დაუბრუნდა. ინგლისელი ჩემპიონის განცხადებით, მისი თვალი ძლიერი დარტყმების მისაღებად ჯერ მზად არ არის. ამის მიუხედავად, ტომაა მსუბუქი ვარჯიშები მაინც დაიწყო და ფორმაში ნელ-ნელა შედის.

სავარჯიშო დარბაზში დავბრუნდით, მსუბუქად ვვარჯიშობთ. ჯერ ისევ ველოდებით, რომ ჩემი თვალის გუგა უხეში შეხებისთვის მზად იყოს. მთავარი ისაა, რომ დავბრუნდით. - განაცხადა ტომ ასპინალმა

შეგახსენებთ, რომ ასპინალმა თვალზე დაზიანება სირილ განთან ჩხუბისას მიიღო. ფრანგმა მოწინააღმდეგემ ასპინალს თვალში თითი მოარტყა, რის შემდეგაც ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო და საჩემპიონო დაპირისპირება შედეგის გარეშე გამოცხადდა. ეს ყველაფერი 25 ოქტომბერს მოხდა და ასპინალი მას შემდეგ ამ დაზიანებას იშუშებს.

სხვა სტატიები