Belive

"სატიტულო ბრძოლას მერაბი მიიღებდა და ჩემპიონიც ის გახდებოდა" - ალჯამეინ სტერლინგი

11 თვის წინ სხვა
1 წთ

მსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი არიელ ელვანიმ საკუთარ პოდკასტში სტუმრად მიიწვია. MMA HOUR-ში იამაიკელმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, თუმცა, ჩვენთვის ყველა საინტერესო მერაბზე გაკეთებული კომენტარი იყო. ალჯოს თქმით, რომ არა იანის აკრძალული დარტყმა საჩემპიონო ბრძოლას ახლა დვალიშვილი მიიღებდა.

"სატიტულო ბრძოლას მერაბი მიიღებდა და ჩემპიონიც ის გახდებოდა. მერაბთან არ ვიჩხუბებდი მე და ის უბრალოდ ადგილებს გავცვლიდით."

სტერლინგმა სეხუდოს მიერ დვალიშვილის გამოწვევაზეც ისაუბრა და მის ყოფილ მოწინააღმდეგეს გადაწყვეტილებაც მოუწონა:

"ჰენრი ჭკვიანურად მოიქცა, როცა მერაბი გამოიწვია. თუ მას დაამარცხებს ჩემპიონობის პირველი კანდიდატი იქნება. თუმცა, თუ ფიქრობს, რომ მერაბს მატივად დაამარცხებს ძალიან ცდება." - განაცხადა ალჯომ არიელ ელვანისთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ალჯომ ბოლო ბრძოლა სწორედ ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართა და საჩემპიონო ქამარიც წარმატებით დაიცვა.

სხვა სტატიები