Belive

სასტენდო სროლა | საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული მედალი მოიპოვა

13 საათის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა სასტენდო სროლაში, (Skeet Trio-ს დისციპლინა) ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დავით ქვათაძის, რომან გოგოლაძისა და იაროსლავ სტარცევისგან შემდგარმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული მედალი მოუტანა. აღსანიშნავია რომ 1995 წლის შემდეგ ეს საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში მოპოვებული პირველი მედალია. ეს სახეობა ოლიმპიურია, ხოლო ჩვენს ნაკრებს ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის გამარჯვებული, თამაზ იმნაიშვილი წვრთნის.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში წარმატებით გამოვიდა იაროსლავ სტარცევიც - მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 125-დან 123 ქულა დააგროვა, ფინალში გავიდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით სტარცევმა 2027 წლის ევროპული თამაშების საგზურიც მოიპოვა.