Belive

სასიხარულო ინფორმაცია სპორტის მოყვარულებს: შუმახერი ბრუნდება?!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
მთელი მსოფლიო მოიცვა ახალმა და რაც მთავარია, სასიხარულო ამბავმა მიხაელ შუმახერის შესახებ. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი უკვე აღარ არის მიჯაჭვული ლოგინს და მისი ჯანმრთელობა პროგრესს განიცდის. მარტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ ფორმულა 1-ის ლეგენდა უკვე ვეღარ დადიოდა და ვერც ლაპარაკობდა ამჯერა უკვე აღარ დასტურდება და ირკვევა რომ ის უკვე ლოგინადაც კი წამოდგა. "THE MAIL ONLINE"-ის ინფორმაციით, შუმი ფიზიოთერაპიის ინტენსიურ კურსს გადის, რომელიც კვირაში დაახლოებით 50 000 ფუნტი ჯდება. შუმახერი 3 იანვარს ხდება 50 წლის და 29 დეკემბერს დაემართა ის ტრაგედია, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. მისი მეუღლე ამბობს, რომ შუმახერის გამოჯანმრთელების პროცესი გასაიდუმლოებული იყო. MailOnline იტყობინება, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ საიდუმლოს გაამჟღავნებდა, შუმახერის სამეგობრო წრიდან მოკვეთილი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ გერმანელი პილოტი 7-ჯერ არის ფორმულა 1-ის გამარჯვებული.  

სხვა სტატიები