საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს!
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ტოპ 8 გუნდშია. რეზო ჩომახიძის გაწვრთნილი ნაკრები ავსტრალიაში, მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ნახევარფინალურ დაპირისპიირებაში, ჩვენმა გუნდმა გერმანიას 19:13 სძლია და მსოფლიო თასზე ადგილი გაინაღდა.
მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირს მალტა მასპინძლობს (7-13 აპრილი) - შეჯიბრში 26 გუნდი მონაწილეობს და ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 2 საუკეთესო გადავა. ეს ეტაპი ავსტრალიაში 22-26 ივლისს ჩატარდება და მასში 8 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას (ერთ-ერთი უკვე საქართველოა).
საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი თურქეთთან მარცხით დაიწყო, შემდეგ კი ბრაზილია და სლოვენია დაამარცხა, პლეი ოფში თურქეთთან რევანში ავიღეთ, მეოთხედფინალში უკრაინას მოვუგეთ მარტივად, ბოლოს კი ავსტრალია/გერმანიადან ბედმა ევროპელები შეგვახვედრა და ეს ნაკრებიც დავამარცხეთ.