Belive

საქართველოს ნაკრები ავსტრიის წინააღმდეგ დამარცხდა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ავსტრიის წინააღმდეგ დამარცხდა. სტუმარმა გუნდმა შეხვედრა 25:27 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ მატჩი საქართველო ნაკრებმა კარგად დაიწყო. იყო პერიოდი, როცა ჩვენი გუნდი სამბურთიანი უპირატესობითაც იგებდა. თუმცა, პირველი ნახევარი ფრედ 12:12 დასრულდა. მეორე ტაიმი ავსტრიელებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და 4 უპასუხო გოლიც გაგვიტანეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევია ეტაპის ეგიდით იმართებოდა. საქართველოს ნაკრებს განმეორებითი შეხვედრა ავსტრიაში ელის. აღნიშნული მატჩი 12 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები