Belive

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ალჟირთან დამარცხდა | გიორგი ცხოვრებაძე 15 გოლით საუკეთესო იყო

2 კვირის წინ სხვა
2 წთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის სლოვენიაში ემზადება, ბოლო ამხანაგური შეხვედრა აფრიკის შვიდგზის ჩემპიონ, ალჟირთან გამართა და დაძაბულ ორთაბრძოლაში ორბურთიანი სხვაობით – 30:32 დამარცხდა.

ორივე გუნდიდან საუკეთესო ქართველი მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძე იყო, მან 15 ბურთის გატანა მოახერხა. ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს გიორგი არეშიძემ, ერეკლე არსენაშვილმა და გიორგი დიხამინჯიამ.

საქართველოს ნაკრებისთვის ამხანაგური შეხვედრები დასრულდა და 17 იანვრიდან უკვე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, მათი პირველი მეტოქე ხორვატია იქნება. 19 იანვარს შვედეთთან მატჩი გაიმართება, ხოლო 21-ში შეხვედრა ნიდერლანდების წინააღმდეგ შედგება.

სრულად ყველა გოლის ავტორი:

  • გიორგი ცხოვრებაძე - 15

  • გიორგი არეშიძე - 4

  • ერეკლე არსენაშვილი - 4

  • გიორგი დიხამინჯია - 4

  • ხაზეინ რუსტამოვი - 1

  • მირიან გავაშელიშვილი - 1

  • ნიკოლოზ კალანდაძე - 1

ასევე მოკლედ გეტყვით იმ ნაკრებების შესახებ ვისაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება - ხორვატია 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და მრავალგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორია.

შვედეთი ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, არაერთი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი და ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ფინალისტია, ხოლო ნიდერლანდების ნაკრები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის მონაწილეა.

სხვა სტატიები