საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
5-7 აპრილს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მხოლოდ ევროპელი მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას. ლიცენზიას კი ტურნირის ფინალისტები მოიპოვებენ.
ოლიმპიური ლიცენზიები თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში - ექვს-ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ცნობილია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც სალიცენზიო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
60 კგ - ლერი აბულაძე
67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე
77 კგ - იური ლომაძე
87 კგ - გურამ ხეცურიანი
97 კგ - რობერტ კობლიაშვილი
130 კგ - სულხან ბუიძე