Belive

საქართველოს პარამკლავჭიდის ნაკრები ევროპის ჩემპიონია

3 წლის წინ სხვა
1 წთ

პარამკლავჭიდში, მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს პარამკლავჭიდის ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა პარამკლავჭიდელებმა ჯამში 101 მედლის მოპოვება შეძლეს (45 ოქრო, 48 ვერცხლი, 8 ბრინჯაო). ევროსარბიელზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს პარამკლავჭიდის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც აგვისტოში, ყაზახეთში გაიმართება.