მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, ბათუმი არენაზე, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები. ჯვაროსნები შეხვედრას შემდეგი თერთმეტეულით დაიწყებენ
საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე - ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია - ხვიჩა ვრაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე - გიორგი მიქაუტაძე.
განლაგება: 4-2-3-1.
მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩისთვის გაყიდული სტადიონის ტევადობის 33% ბილეთები გაუქმდა და შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება.