Belive

საქართველოს 2021 წლის ოფიციალური ჩემპიონატი სიმ რეისინგში 24 მარტს დაიწყება

3 წლის წინ სხვა
2 წთ
კომპანია სიმულექს რეისინგის ორგანიზებითა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით საქართველოს 2021 წლის ოფიციალური ჩემპიონატი სიმ რეისინგში 24 მარტს დაიწყება! ჩემპიონატი ვირტუალურ რბოლაში წრიულ რბოლის პრინციპით გაიმართება და ის უ უკვე შეტანილია საავტომობილო სპორტის ფედერაციის 2021 წლის სარბოლო სეზონის კალენდარში. ღონისძიების ფარგლებში 2 თვის განმავლობაში 6 ეტაპად ჩატარდება. ვირტუალური რბოლები ორი კვირის ინტერვალით ჩატარდება. მონაწილეები ერთმანეთს ინდივიდუალურ და გუნდურ ჩათვლაში შეეჯიბრებიან. 2021 წლის ჩემპიონატში არის სიახლეებიც, ორგანიზატორები გვტავაზობენ GT4 კლასის ავტომობილებს თავისუფალი არჩევანით. ეს ავტომობილებია: =Audi R8 GT4 =Aston Martin Vantage V8 GT4 =BMW M4 GT4 =Chevrolet Camaro GT4 =Ford Mustang GT4| =Mercedes-Benz AMG GT4 =Porsche Cayman GT4 =Toyota Supra GT4 ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა ინსტალაციასთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ "სიმულექს რეისინგის " ოფიციალურ Facebook მესინჯერში დააზსუტოთ , სადაც სიმულექს რეისინგის გუნდი ტექნიკურ მხარდაჭერას გაგიწევთ. რბოლების პირდაპირი ტრანსლაცია, ჩველულებისამებრ, სიმულექს რეისინგის YouTube არხზე და Facebook გვერდზე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პანდემიის პირობებში პირველად გაიმართა Georgian Digital Championship 2020 რომელსაც დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა. ვირტუალური რბოლები მსოფილიო საავტომობილო ფედერაციის მიერ აღიარებულია სარბოლო დისციპლინად და აქტიურად იმართება მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე.

სხვა სტატიები