Belive

საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სერბეთი დაამარცხა

3 წლის წინ სხვა
1 წთ

სერბეთსა და უნგრეთში 17-წლამდე ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ისტორიაში პირველად მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

დღეს ქართველმა ფრენბურთელებმა სერბეთი 5 სეტში, ანგარიშით 25:16, 18:25, 14:25, 25:21, 15:9 დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენი ნაკრები მომავალ შეხვედრას ხვალ, 14:00 საათზე, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო 14-ში იტალიას შეხვდება, 15-ში - პოლონეთს, 16-ში - ნიდერლანდებს, 18-ში - ხორვატიას, 19-ში კი - ესტონეთს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 22 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები