Belive

საქართველო 24:10 ესპანეთი - 2-დან 2

5 წლის წინ სხვა
1 წთ
17 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის გაიმართა. "ავჭალაზე" ჩვენმა ბიჭებმა მეტოქე ანგარიშით, 24:10 დაამარცხეს. "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ნაკრებს 4 ლელო დაუდეს. თავი ჩილაჩავამ, ლობჟანიძემ, გიგაურმა და ქერდიყოშვილმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველი ლელოც გაიტანა. ესპანელებმა საპასუხოდ 2 ლელოს დადება მოახერხეს ჩვენი ჩათვლის მოედანში. მატჩი თბილისში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გაიმართა. მორაგბეებს ხელს ქარი უშლიდათ, თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმის ბოლოს დადებულ ლელოში ქარმა ხელი საქართველოს ნაკრებს შეუწყო. "ბორჯღალოსნებმა" მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 2-დან 2 მატჩი მოიგეს. შემდეგ შეხვედრას 2 მარტს, ბელგიის წინააღმდეგ გავმართავთ.

სხვა სტატიები