Belive

სანდრო ბაზაძე FIE-ს მიმართავს: ,,ასე მოქცევის უფლება არ გაქვთ!''

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა. ორგანიზაციამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მისი ეგიდით გასამართ ტურნირებზე დაუშვა:

,,უბრალოდ, მინდა, ვიცოდე, ასეთი უსამართლოა ეს სამყარო? FIE, ასე მოქცევის უფლება არ გაქვთ მაშინ, როდესაც უდანაშაულო ბავშვები უმიზეზოდ იხოცებიან. და ასეთ გადაწყვეტილებას ასე მარტივად იღებთ? გვერწმუნეთ, თქვენზე ძლიერები ვართ და ამას არ დავუშვებთ! უკრაინელი მოფარიკავეების გვერდით ვარ!'' - წერს ბაზაძე სოციალურ ქსელში.

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებიდან გასული წლის მარტში, უკრაინაში დაწყებული ომის გამო მოკვეთეს. ახალი გადაწყვეტილებით კი მათ 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის უფლება ეძლევათ.

სხვა სტატიები