"საკრამენტოსა" და "გოლდენ სტეიტს" შორის გამართული მატჩი, რომელიც ოქროს შტატელების გამარჯვებით, 127:123 დასრულდა, ისტორიაში შევიდა. საქმე იმაშია, რომ მატჩში ორივე გუნდმა ჯამში 41 სამქულიანი ჩააგდო და აღნიშნული სროლებით 123 ქულა დაგროვდა. 41 სამქულიანი აქამდე ერთ მატჩში არასოდეს ჩავარდნილა.