Belive

"სად არის ემეტი?" - ჭიკაძე ჯოშ ემეტს იწვევს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, 17 დეკემბერს ჯოშ ემეტისა და გიგა ჭიკაძის ბრძოლა უნდა შემდგარიყო. თუმცა, ქართველმა საზარდულის ტრავმა მიიღო და ის ბრაის მიტჩელმა ჩაანაცვლა. გიგამ ბევრჯერ სთხოვა ჯოშს, რომ ერთი თვე დალოდებოდა, ტრავმასაც მოიშუშებდა და მათი ბრძოლაც შედგებოდა. მიუხედავად ამისა, ამერიკელმა ბრძოლა ჩაატარა და მიტჩელი მძიმე ნოკაუტითაც დაამარცხა.

ამის შემდეგ, ჭიკაძემ არაერთხელ გამოიწვია ემეტი, თუმცა, მისგან პასუხი არ ისმოდა. "ნინძამ" კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ თემაზე და ჯოშს ბრძოლა შესთავაზა.

სად არის ემეტი? ჩვენი ბრძოლა ჩანიშნული იყო. მას ძალიან გაუმართლა. მე ტრავმა მივიღე. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ. UFC 300-ზე ბრძოლაც შემომთავაზეს. ემეტს ვურჩევ, რომ კონტრაქტს ხელი მოაწეროს და ვნახოთ ვინ არის უკეთესი - განაცხადა გიგამ
View this post on Instagram

A post shared by Basement Talk (@basementtalkofficial)

რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა მებრძოლმა და ახლა უკვე გიგას მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა საინტერესო პოსტი გაავრცელა. ეგვიპტელმა წესით გულშემატკივარს იმაზე მიანიშნა, რომ გიგა ჭიკაძე UFC 300-ზე იბრძოლებს.

სხვა სტატიები