Belive

ზაგრების გრან პრიზე ვაჟებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს დასრულდა ზაგრების გრან პრი, რომელმაც სტარტი 26 ივლისს აიღო და 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირზე სპორტსმენები 5 კონტინენტიდან იყვნენ წარმოდგენილნი, საიდანაც 58 ქვეყნის 552 ძიუდოისტი მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციამ ხორვატიაში საკმაოდ წარმატებული შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ძიუდოისტებმა ვაჟთა საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ბექა ღვინიაშვილი და გელა ზაალიშვილი ოქროს, ტატო გრიგალაშვილი და ლევან მატიაშვილი კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ასევე ბრინჯაოს მედალი მოიგო ეთერ ლიპარტელიანმა. საერთო ჯამში, ზაგრების გრან პრის გამარჯვებული 4-4 ოქროსა და ვერცხლის მედლით იაპონია გახდა. მე-2 ადგილზე კანადა გავიდა, მესამე ადგილი  საქართველომ დაიკავა.  

სხვა სტატიები