ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-დან წასვლით იმუქრება, იმ შემთხვევაში თუ მის თანაგუნდელს, ზუბაირა ტუხუგოვს დასჯიან და UFC-დან მოკვეთავენ. აღნიშნულის შესახებ ნურმაგომედოვმა Instagram-ზე განაცხადა.
ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის ბრძოლის დასრულების შემდეგ, ხაბიბის თანაგუნდელები ოქტაგონზე შეიჭრნენ, ერთ-ერთი მათგანი ზუბაირა ტუხუგოვი იყო, რომელიც მაკგრეგორს თავს დაესხა. მომხდარზე სადისციპლინო კომიტეტი მსჯელობს და უარყოფითი დასკვნის დადების შემთხვევაში ტუხუგოვს UFC-დან მოკვეთა ემუქრება. თანაგუნდელის დასაცავად, კი ხაბიბი UFC-დან წასვლით იმუქრება.