Belive

უცნობი ისტორია - განრისხებული მაიკ ტაისონი პოლიციელებს დაუპირისპირდა | VIDEO

2 წლის წინ სხვა
1 წთ
1997 წლის 28 ივნისს, მაიკ ტაისონმა ბრძოლის მიმდინარეობისას ჰოლიფილდს ყური მოაჭამა.
ტაისონს ყოველთვის ჰქონდა უმართავი ადამიანის რეპუტაცია. მისივე აღიარებით, ყველაზე ძლიერი დარტყმა ცხოვრებაში არა რომელიმე მოკრივეს, არამედ პირველ ცოლს რობინ გივენსს მიაყენა ("მან დაახლოებით რვა მეტრი იფრინა და კედელს მიენარცხა", - აღწერდა "რკინი მაიკი"). როგორც უკვე ითქვა, ის ციხეში გაუპატიურების გამო სასჯელს იხდიდა (თუმცა ამ ბრალდებაში დღემდე არსებობს ეჭვი), ცემა ავტომობილის მძღოლები ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ლუ სავარეზესთან ბრძოლისას მოხვდა არა მხოლოდ მოკრივეს, არამედ მსაჯსაც... მოკლედ, რთული ხასიათების ადამიანი იყო. გასაკვირი არ არის, რომ მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების ლონდონის მუზეუმში მისი ქანდაკება ჰანიბალ ლექტორის სკულპტურის გვერდით დგას. საერთო ჯამში, მისი საქციელი ჰოლიფილდთან ბრძოლაში სავსებით შეეფერება ამ ხასიათს. ის უბრალოდ არაადეკვატურია როდესაც თავს კარგავს. ჰოლიფილდთან ბრძოლისა და ყურის მოგლეჯის შემდეგ, რინგზე აშშ-ს პოლიცია ავიდა, რათა განრისხებული მაიკ ტაისონი დროებით ადგილიდან განერიდებინათ და დაემშვიდებინათ, თუმცა რინგზე ასულ პოლიციელებს მაიკ ტაისონი დაუპირისპირდა. საბოლოოდ კი ამ ფაქტის შემდეგ, პოლიციელებმა მაიკ ტაისონს დაჭერაც კი ვერ გაუბედეს...

სხვა სტატიები