Belive

UFC საკუთარ მებრძოლებს შეზღუდვებს უწესებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მებრძოლებს და მათ გუნდებს, UFC-ის სპორტსმენების ქცევის კოდექსის თანახმად, ბრძოლებზე ფსონების განთავსების უფლება აღარ ექნებათ.

სპორტსმენებსა და მათ მენეჯერებს, ცვლილების შესახებ, თავად UFC-ის ბიზნესის განყოფილების მთავარმა დირექტორმა ჰანტერ კემპბელმა შეატყობინა.

ცნობილი გამოცემა MMAJUNKIE აღნიშნული ელექტრონული ფოსტის ასლს ავრცელებს:

აღნიშნული ცვლილებები წესებში არ ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ეკრძალებათ სპონსორული ურთიერთობა აზარტულ კომპანიებთან.

„სპორტსმენებს ეკრძალებათ ფსონების დადება UFC-ის ნებისმიერ მატჩზე, მათ შორის საკუთარ ბრძოლებზეც. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა მებრძოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იგივე აკრძალვები ვრცელდება მათ ყველა ნათესავზე, რომლებიც იმავე ოჯახში ცხოვრობენ. სპორტსმენის მწვრთნელებს, მენეჯერებს, ფიზიკური მომზადების მწვრთნელებს, სამედიცინო პერსონალს და ყველა იმ პირს, რომელსაც აქვს წვდომა არასაჯარო ინფორმაციაზე, ბრძოლაზე ფსონის გაკეთება ეკრძალებათ. UFC-ის სპორტსმენების ქცევის კოდექსის თანახმად, მებრძოლს, რომელსაც აქვს ინფორმაცია შეზღუდვების დარღვევაზე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს UFC-ს.”- ნათქვამია განცხადებაში.

სხვა სტატიები