Belive

UFC-მ საუკეთესო მებრძოლების სია განაახლა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ადესანიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ალექს პერეირა UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა ათეულში შევიდა.

ამ გამარჯვებით ბრაზილიელი საშუალო წონის ჩემპიონი გახდა და UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა სიაში მერვე ადგილზე გადავიდა. ჩემპიონის ქამრის დაკარგვით, ადესანია რეიტინგში დაქვეითდა და ნიგერიელი ახლა მეექვსე პოზიციაზეა.

ჩარლზ ოლივეირასთან მოპოვებული გამარჯვებით, საჩემპიონო ქამრის გარდა, ისლამ მახაჩევმა საუკეთესო მებრძოლთა სიაში მეორე ადგილიც დაიმსახურა.

პირველ ადგილს კვლავ ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ოლივეირასთან ბრძოლის შემდეგ, ნახევრადმსუბუქი წონის ჩემპიონი და საუკეთესო მებრძოლთა სიის ლიდერი ალექს ვოლკანოვსკი გამოიწვია. ამ უკანასკნელმა გამოწვევა მიიღო და ბრძოლას დათანხმდა.

ამჟამად არაა ცობილი, სად და როდის შედგება მათი დაპირისპირება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისლამ მახაჩევმა ვოლკანოვსკის შინ, ავსტრალიაში შესთავაზა ბრძოლა.

სხვა სტატიები