Belive

UFC-ის ყოფილი მებრძოლი ელიას თეოდორუ გარდაიცვალა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

34 წლის UFC-ის ყოფილი მებრძოლი და "TUF Nations"-ის გამარჯვებული ელიას თეოდორუ გარდაიცვალა. თეოდორუ კვირას ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა. მებრძოლი მის დაავადებას საჯაროდ არ ამჟღავნებდა. TSN-ის ჟურნალისტის თქმით, ელიასის დაავადება ძალიან მძიმე იყო, დიაგნოზის დასმისას მას უკვე მე-4 სტადიის სიმსივნე ჰქონდა.

2014-2019 წლებში კანადელმა მებრძოლმა UFC-ში 11 ბრძოლა გამართა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. ის MMA-ის სამყაროს ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც "TUF Nations" მოიგო. კარიერის განმავლობაში, მან დაამარცხა ისეთი სახელები, როგორიცაა სეზარ ფერეირა, სემ ალვეი, ერიკ ანდერსი და ტრევორ სმიტი.

სხვა სტატიები