Belive

"UFC-ის არ უნდა, რომ ეს ბიჭი მოვკლა" - ხამზატ ჩიმაევი ისრაელ ადესანიაზე

11 თვის წინ სხვა
3 წთ

ხამზატ ჩიმაევი ფიქრობს, რომ UFC მისგან ისრაელ ადესანიას იცავს.

ჩიმაევი საქმეში დაბრუნებას აპირებს და როგორც ჩანს საშუალო წონაში ყოფილ ჩემპიონ კამარუ უსმანთან ბრძოლისთვის ემზადება. ეს ყველაფერი დადასტურებული არ არის თუმცა, მოსალოდნელია, რომ დაპირისპირება UFC 294-ზე 22 ოქტომბერს, აბუ დაბიში შედგება.

ხამზატმა ბოლო პერიორდში საკმაოდ ბევრი მებრძოლი გამოიწვია, თუმცა, მასთან შეხვედრას ყველა თავს არიდებს. ამ სახელებს შორის არის UFC საშუალო წონის ჩემპიონი ადესანია, რომელსაც თავისი დივიზიონის უმეტესი მებრძოლი დამარცხებული ჰყავს. "იზიმ" უკვე დაიცვა თავისი ტიტული რობერტ უიტეკერის, ჯარედ კანონიერისა და მარვინ ვეტორის წინააღმდეგ და ჩიმაევი თვლის, რომ ის მისთვის ყველაზე მომგებიანი ვარიანტია.

"ისრაელისთვის იქ აღარავინ დარჩა - მხოლოდ მე. თუ გულშემატკივრებს ჰკითხავთ, მათ სურთ ჩემი და ისრაელის ნახვა. მე მისთვის ცუდი ოპონენტი ვარ. ყველამ იცის, რომ ის ტიტულს დაკარგავს. ამიტომაც გადაარჩინეს ის ბიჭი.” - განაცხადა ხამზატმა.

ჩიმაევი აღიარებს, რომ ადესანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია და კომპანიისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, რის გამოც ფიქრობს, რომ UFC არ გარისკავს.

”თქვენ იცით, რომ მათ შექმნეს ის. მათ არ სურთ მისი ასე სწრაფად დაკარგვა. ამ ბიჭს ისე გავთიშავ, რომ დარტყმასაც არ მივიღბ და ამიტომაც ეშინიათ. მაშინ (მისი) ამბავი მოკვდა, გესმის? მათ არ სურთ იმ ბიჭის მოკვლა. შეიძლება ეს ბიჭი ფულს შოულობს მათთვის, მაგრამ მეც შემიძლია დიდი ფულის მოტანა. ვისთან აპირებს ბრძოლას? არავინ დარჩა. მას იგებს ყველა სტრაიკერი დამარცხებული ჰყავს, მე კი მოჭიდავე ვარ - მკვლელი. მე ყველაზე დიდი სახელი ვარ, რომელსაც ქამარი ჯერ არ აქვს. როცა ჩემთან იბრძვი, ეს მეტი ფულის შოვნის პერსპექტივაა. როცა შეხვედრა მენიშნება, ყველა ჩემს ბრძოლას ელოდება. ჩემი და ბარნსის დაპირისპირება მთავარი ღონისძიება არ ყოფილა, თუმცა ყველა ჩვენ გველოდა." - განაცხადა ხამზატ ჩიმაევმა.

შეგახსენებთ, რომ ხამზატმა მისი ბოლო ბრძოლა კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა. ჩიმაევს UFC-ში 6 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან არცერთში დამარცხებულა.

სხვა სტატიები