Belive

ცნობილია რა ოდენობის თანხა მიიღო ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლის შემდეგ

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
18 ოქტომბერს UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დებიუტი შედგა. გურამ ქუთათელაძე დაუმარცხებელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში, გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. როგორც ცნობილია, ქუთათელაძემ პოლონელი მებრძოლის დამარცხებისთვის 73 500 დოლარი მიიღო. 23 500 დოლარი გურამმა შეხვედრის ჩატარებისთვის, გამარჯვებისთვისა და სპონსორის ბონუსებით მიიღო. ხოლო, იმის გამო, რომ ბრძოლას დღის გამორჩეული სანახაობის სტატუსი მიენიჭა, UFC-მ 28 წლის ქართველს 50 000 დოლარი დაუმატა. ასევე იხილეთ: გურამ ქუთათელაძემ UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში გაიმარჯვა (ვიდეო) გურამ ქუთათელაძის კომენტარი გამარჯვების შემდეგ

სხვა სტატიები